„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
246
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-09
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016919
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24 6

2012 წლის 9 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში ( www.matsne. gov.ge , 18/03/2011, 010240030.10.003.016294) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -4 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. მინისტრი ან მინისტრის ერთ - ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი . მინისტრის ერთ - ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე .“ .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

პრემიერ - მინისტრი       ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია