(ძალადაკარგულია - 01.09.2014, №520)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №237
2012 წლის 5 ივლ ისი
ქ. თბილისი
უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგო მარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქ ტის საფუძველზე:
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უფლებამოსილ ორგანოში დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ერთ‑ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) სა ქართველოს მთავ რობის წევრის წერილობითი შუამდგომლობა;
ბ) საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი დასაბუთებული რეკომენდაცია.
საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №348 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
მუხლი 1 1. სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ არის ვალდებული დაასაბუთოს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №348 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი