„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-04
სარეგისტრაციო კოდი
010110030.35.151.016101
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2012 წლის 26 ივნისი

დ. სტეფანწმინდა

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს № 42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს № 42 დადგენილებაში (სსმ,23.08.2011) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ით“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            გ. მალანია

კრებსითი — სრული ვერსია