საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №101
2012 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„ ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 მარტის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნოტარიუსთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 10 მარტის №52 ბრძანებით (სსმ III, 11.03.2010, №26, მუხ. 384) დამტკიცებული ნოტარიუსთა რეესტრის წარმოების წესის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ელექტრონული ფორმით. რეესტრი უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი