შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ვაჭრობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-07
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016095
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის ვაჭრობის შესახებ

შეთანხმება

საქართველოს მთავრობას ა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის

ვაჭრობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში ერთობლივად „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი ),

სურთ რა , ორ ქვეყანას შორის განავითარონ თანასწორობასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული სავაჭრო ურთიერთობები ,

გამოთქვამენ რა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის გაფართოებისა და განვითარების იმედს ,

შეთანხმდნენ შემდეგზე :

    მუხლი 1

ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას , რათა ამ შეთანხმების მეშვეობით გააფართოონ და გაამრავალფეროვნონ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის .

    მუხლი 2

ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შორის კონტრაქტების გაფორმებას , რომლებიც ორი ქვეყნის ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად , უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საგარეო ვაჭრობა .

    მუხლი 3

ხელშემკვრელი მხარეები შეუქმნიან ერთმანეთს აუცილებელ პირობებს, რათა მონაწილეობა მიიღონ ორ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზებულ გამოფენა-ბაზრობებსა და საერთაშორისო ბაზრობებში.

    მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეები, ორმხრივი სავაჭრო გარიგებების მოცულობის შემდგომი გაზრდის მიზნით, ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის დელეგაციების გაცვლას, ორ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 5

ამ შეთანხმების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, ორივე ხელშემკვრელი მხარის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 6

ხელშემკვრელი მხარეები, ორ ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლებენ საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან შემდეგ საქონელს:

1. სარეკლამო ნიმუშებს , რომელთაც არ გააჩნია საქონლის ღირებულება და განკუთვნილია რეკლამისთვის და კომერციული შეკვეთებისთვის .

2. გამოფენებისა და ბაზრობებისთვის დროებით შეტანილ მასალებსა და მოწყობილობებს .

    მუხლი 7

ხელშემკვრელი მხარეები დააფუძნებენ ერთობლივ სავაჭრო კომიტეტს, რომელიც შედგება მათი წარმომადგენლებისაგან და რომელსაც დაეკისრება შემდეგი ფუნქციები:

1. მოცემული შეთანხმების მუხლების შესრულებაზე კონტროლი .

2. ორმხრივი ვაჭრობის შეფასება .

3. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაფართოებასთან ან დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ერთ - ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ შემოთავაზებული წინადადებების განხილვა .

ერთობლივი კომიტეტი შეიკრიბება მონაცვლეობით თბილისში და ქუვეითში , რომელიმე მხარის თხოვნით და მეორე მხარესთან შეთანხმების საფუძველზე .

    მუხლი 8

1 . ეს შეთანხმება ძალაში შევა ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან , როდესაც ერთ - ერთი ხელშემკვრელი მხარე დიპლომატიური არხების საშუალებით , წერილობით აცნობებს მეორე ხელშე მკვრელ მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საკონსტიტუციო ან სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ .

2. ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობის შემთხვევაში ამ შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნ ეს ცვლილებები. ცვლილებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ამ მუხლის ( 1 ) პარაგრაფში მოცემული დებულებების შესაბამისად . აღნიშნული ოქმები შეადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს .

3. ეს შეთანხმება ძალაში რჩება ხუთი წლის ვადით და გაგრძელდება ავტომატურად , მომდევნო ანალოგიური პერიოდით ან პერიოდებით , თუ ერთ - ერთი ხელშემკვრელი მხარე , მოცემული შეთანხმების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს სამი თვისა , წერილობით არ შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი განზრახვის თაობაზე შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება .

    მუხლი 9

ამ შეთანხმებაში მოცემული დებულებები ვრცელდება ყველა იმ კონტრაქტზე , რომელიც გაფორმებულ იქნა შეთანხმების მოქმედების დროს , მაგრამ სათანადოდ არ იქნა შესრულებული შეთანხმების ვადის ამოწურვის დღეს .

წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასა და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების საშუალებით , კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით .

შესრულებულია ქ. ქუვეითში, 2011 წლის 2011 წლის 1 ნოემბერს,  ჰიჯრით 1432 წლის 5 ზულ ჰიჯას , ორ დედნად ქართულ , არაბულ და ინგლისურ ენებზე . ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ა ვთენტ იკურია . შეთანხმების განსხვავებული განმარტების , შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე .

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

  გიორგი კარბელაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილე

 

ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობის    

სახელით

 

აბდულ აზიზ მაშაან ალ-ხალდი

ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია