„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
183
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-28
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.016856
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 183

2012 წლის 24 მაისი

ქ . თბილისი

 „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge , 29/06/2011 , 390050010. 10.003.016420 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გარდამავალი დებულება

1. პირ ს , რომელსაც 2011 წლის 1 ივლისამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალდებულია ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სააგენტოში წარადგინოს ტყითსარგებლობის წესის 611  მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია , პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე, ხოლო პირი ვალდებულია , ყოველწლიურად გადაიხადოს ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის 1 ჰექტარამდე დადგენილი წლიური საფასური – 12 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც არა აქვს გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულება კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის , ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის წლიური საფასურის ( 1 ჰექტარამდე ფართობისათვის – 12 000 ლარი ( დღგ- ი ს ჩათვლით ) გადახდის ვალდებულება წარმოეშობა 2011 წლის 1 აგვისტოდან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, 2011 წლის 1 აგვისტოდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში მის მიერ გადასახდელი საფასური ს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი ოდენობა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებში.

5. წლიური საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად , თანაბარწილად ან მთლიანად, წინასწარ.“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია