საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-27 /ნ
2012 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
„ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20, 43- ე , 45- ე და 55- ე მუხლების , „ ოფიციალური სტატისტიკის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -16 და 25-ე მუხლებისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სამედიცინო სტატისტიკაში ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს:
ა ) სამედიცინო ( მ . შ . სამეცნიერო - კვლევითი ) დაწესებულებების და რაიონული ( ქალაქის ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი ( დანართი №1), ფორმები ( დანართი №2) და მათი წარდგენის ვადები და წესი ( დანართი №3);
ბ) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური, ყოველთვიური და ოპერატიულ-ელექტრონული ფორმების ჩამონათვალი (დანართი №4), ფორმები (დანართი №5) და მათი წარდგენის ვადები და წესი (დანართი №6);
გ) საქართველოში გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი № 7) ;
დ) ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიების/ ცენტრების მიერ წარსადგენი კიბოს რეგისტრის ფორმები (დანართი №8) და ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიების/ცენტრების მიერ წარსადგენი კიბოს რეგისტრის ფორმების წარმოების წესი და ვადები (დანართი №9).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-1 4 /ნ - ვებგვერდი, 2 8 .02.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრ ის ბრძანება №01 - 72 /ნ - ვებგვერდი, 0 7. 10 .2014წ.
2. სამედიცინო ( მ . შ . სამეცნიერო - კვლევითი ) დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა , განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულმა ( ქალაქის ) ცენტრებმა უზრუნველყონ :
ა) დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომში - ცენტრი), სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართები №1; N2; №3; №4; №5; №6; №8 და №9);
ბ) ცენტრში დადგენილ ვადებში უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-1 4 /ნ - ვებგვერდი, 2 8 .02.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრ ის ბრძანება №01 - 72 /ნ - ვებგვერდი, 0 7. 10 .2014წ.
21. სამედიცინო ( მ . შ . სამეცნიერო - კვლევითი ) დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ სტატისტიკური ფორმების შევსებაზე უფლებამოსილი პირის / პირების განსაზღვრა და სტატისტიკური ანგარიშების მაქსიმალური სიზუსტით წარმოებაზე კონტროლის განხორციელება .
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-1 4 /ნ - ვებგვერდი, 2 8 .02.2014წ.
3. ცენტრი უზრუნველყოფს :
ა ) სამინისტროსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ( საქსტატი ) ნაერთი ანგარიშების წარდგენას დადგენილი წესის და ვადების მიხედვით ;
ბ) სამედიცინო დაწესებულებებში სტატისტიკურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთა კონსულტირებას და სათანადო მომზადებას მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-1 4 /ნ - ვებგვერდი, 2 8 .02.2014წ.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის № 101/ნ ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ჭიაბერაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №01-1 4 /ნ - ვებგვერდი, 2 8 .02.2014წ.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №01-72/ნ - ვებგვერდი, 07.10.2014წ.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №01-82/ნ - ვებგვერდი, 03.12.2014წ.
4. ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 201 6 წლის 1 8 იანვრის ბრძანება № 01- 2 / ნ - ვებგვერდი, 20 . 01 .201 6 წ.