„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
406
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-23
სარეგისტრაციო კოდი
300390000.08.002.016509
„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №406

2012 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„ მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., № 19, მუხ. 220) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად შესაძლებელია განისაზღვროს აგრეთვე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 კატეგორიის ავტობუსით ან/და საბაგირო გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია