ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება № 13.03.449
2012 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
„ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის –„ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” – დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის № 08.38.321 ( ვებგვერდი, 110511033, 19.05.2011 სარეგისტრაციო კოდი 330090000.37.101.016054) დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – „ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” – დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის № 08.38.321 დადგენილების ( ვებგვერდი, 110511033, 19.05.2011 სარეგისტრაციო კოდი 330090000.37.101.016054) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ დამატებითი ეტაპის განხორციელების წესსა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. პროგრამაში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს „ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით.“ .
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 27 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა