აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
161-უ.ს.რ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2012-05-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-08
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016007
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს  (გაზეთი „ აჭარა”, № 57, 31.03.2005) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1081 მუხლი:

     „მუხლი 1081   

საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით   საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა დ ა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს   სამ წევრს , რომელთაგან ერთი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა.”.  

    მუხლი 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან ათი დღის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნა.

    მუხლი 3

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                   მ. მახარაძე

ჩაქვი,

2012 წლის 3 მაისი

№161–უ.ს.რ.ს.

 

კრებსითი — სრული ვერსია