თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №7/1 4
2012 წლის 2 6 აპრილი
ქ. ფოთი
„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტისა და 12 I მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქ ის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის № 3/19 დადგენილებ ის (სსმ , 10/03.2011 სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016061) დანართ № 1-ში „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ , კერძოდ:
1. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სახელმწიფო ორგანოები და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათებით“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოები“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე