ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 25 აპრილი
ქ. ოზურგეთი
„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 31 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 0 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა :
მუხლი 1. შევიდეს ცვლილებები „ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 31 მარტის №13 დადგენილებაში ( ვებგვერდი, 110404020, 05/04/2011 ; სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.113.016038 ) და დადგენილების 1-ლი-მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 1
საწარმოსთვის / ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი . ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება , რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს :
ა ) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3- ჯერ ;
ბ ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2- ჯერ ;
გ ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5- ჯერ ;
დ ) იმ აქტივებზე , რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3- ჯერ .
მუხლი 2
საწარმოსთვის / ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი .
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია :
ა ) 40 000 - დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი ;
ბ ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი .
მუხლი 4
სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია :
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სახნავი (მათ შორის , მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) | 73 |
|
| საკარმიდამო | 73 |
| 2 | სათიბი ( მათ შორის , ბუნებრივი და გაკულტურებული) | 20 |
| 3 | საძოვარ ი ( მათ შორის , ბუნებრივი და გაკულტურებული) | 16 |
| 4 | ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული) | 36 |
| 5 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ები | 3 |
მუხლი 5
არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია :
| № | ტერიტორია | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერიტორიული კოეფიციენტი
| გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | ქ. ოზურგეთი | 0,24 | 1,0 | 0,24 |
| 2 | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემებს, დაბებსა და სოფლებ ში | 0.24 | 0.9 | 0.216 |
მუხლი 6
1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206- ე მუხლი .
მუხლი 7
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.“
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე .
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი