საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №342
2012 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „ საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ 2012 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი