„ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 27 მარტის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2012-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-27
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016052
„ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 27 მარტის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №10

2012 წ ლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 „ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის   დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 27 მარტის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,                                                               ვბრძანებ:

მუხლი 1. „ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 27 მარტის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/03/2012, 010260030.52.101.016044) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე -4 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რისკების შეფასების საფუძველზე , სამსახური ამზადებს სტრატეგიულ და ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს :

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს მერს დასამტკიცებლად. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს მერიის გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს ;

 ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს მერს დასამტკიცებლად.“ .

მუხლი 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გ .  უგულავა

კრებსითი — სრული ვერსია