საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 13 6
2012 წლის 12 აპრილი
ქ . თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასუ რე ბისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ რობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკი ცე ბული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფა სურე ბი სა და მათი განაკვეთების“ :
1. მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„ 12 | ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით) |
| აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ 10 ლარისა “ . |
2. 6 1-ე გრაფ ა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „61 | გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით თავის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (გარდა 62-ე და 63-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა |
| 1 სახეობის ობიექტი 100 ლარამდე – 10 ლარი, 100-დან 10000 ლარამდე – 25 ლარი, 10 000 ლარის ზევით – 150 ლარი“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური