„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-05
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.016261
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 46

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის № 236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., № 158, მუხ. 1920) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება.“.

2.  მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1)    განახორციელოს სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;“.

 მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია