„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
74/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-02
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016340
„უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 74 /ნ

2012 წლის 2 9 მარტი

ქ. თბილისი

,,უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებ აში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებ აში ( ვებგვერდი, 110725031, 28.07.2011 სარეგისტრაციო კოდ ი 430210000.22.022.016163) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ,, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმ ის“ (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ის დაწესებულებები, რომელთაც ავტორიზაცია გაუუქმდათ ამ პუნქტის ამოქმედებამდე, უფლებამოსილნი არიან გასცენ ამ დანართით გათვალისწინებული დიპლომი ამ პუნქტის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობენ ასევე ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებშიც აღარ ირიცხებიან პირები.“;

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი   ა. სეფერთელაძე

კრებსითი — სრული ვერსია