მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 23 მარტი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ მ” ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” თანახმად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შემოღებულ იქნე ს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის № 3 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.
საკრებულოს თავმჯდომარის მ. შ
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბ. მიქავა
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის დადგენილება №1 1 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 0.8 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარით.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 ლარი.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 10 ლარი.