თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 12
2012 წ ლის 16 მარტი
ქ. თერჯოლა
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 2 0 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის № 2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიების ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%. “,
2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი. “.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე