„2012- 2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
93
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-16
სარეგისტრაციო კოდი
190020060.10.003.016766
„2012- 2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №93

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 „2012‑2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.12.2011, 190020060.10.003.016627) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, სტუდენტის მიერ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლების მოპოვებაზე ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ან დარგებზე/სპეციალობებზე არსებული შეზღუდვა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია