საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
66
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2016-06-10
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.030.016047
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №66

2012 წლის 13 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №01-111 - ვებგვერდი, 13.06.2016წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო ) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და საიდუმლო კორესპონდენციაზე მუშაობის მართვი ს უზრუნველყოფა.

2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა)  სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაცია, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

ბ)  სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და შიდა ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა;

გ )  დადგენილი წესით სამინისტროს სახელზე შემოსული და სამინისტროდან გასული საიდუმლო კორესპონდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება, სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის და თანამშრომლებისთვის დროული მიწოდება;

დ ) იმ სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, რომელთაც მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“ ;

ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით საიდუმლო დოკუმენტებთან პირთა დაშვება;

ვ) საიდუმლო დოკუმენტებზე/სამუშაოებზე დასაშვებ პირთა გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, მასალების დროულად წარდგენა დაშვების გასაფორმებლად და მათი მოქმედების ვადის კონტროლის უზრუნველყოფა;

 ზ) სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი ნომენკლატურების მომზადება, რომლებიც ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებთან დაშვებას;

თ )  სამინისტროს მიერ საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

2.  დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამმართველო უფლებამოსილია:

ა)  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს სამმართველოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ბ) შესაბამისი უწყებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად;

გ)  მოამზადოს ანგარიში სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ)  წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ)  ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

დ)  წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;

ე)  წარადგენს წინადადებებს სამმართველოს შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) პასუხისმგებელია და ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში არსებული საიდუმლო კორესპონდენციის კლასიფიცირებისა და დოკუმენტთბრუნვის კოორდინაციის პროცესს;

ზ )  კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტაციას;

თ ) კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;

ი )  სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამმართველოს ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;

კ )   წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

ლ )  მინისტრს წარუდგენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ )  ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.

4 . სამმართველოს დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

კრებსითი — სრული ვერსია