თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №151
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №242 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება:
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი: ,,ვ. სოციალურ სფეროში ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობაზე ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი