ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.016110
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 7

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. ხონი 

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

„ ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მუხლი 1. დადგენილების პირველი თავის პირველი მუხლის „ გ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

მუხლი 2. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება - საკანალიზაციო, მყარი ნარჩენების გატანის და წყალმომარაგების ხარჯების დაფინანსება.“.

მუხლი 3. დადგენილების მე-2 თავის მე-5 მუხლი ამოღებული იქნეს.

მუხლი 4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ. გელენიძე

კრებსითი — სრული ვერსია