„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
43/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-20
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016309
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №43/ნ

2012 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ 09.01.2007 №3, მუხ. 22) შეტანილ იქნეს  ცვლილება და წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

,,91. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ტარდება წერილობითი ფორმით ამ დაწესებულების მიერ განსაზღვრული ერთიანი საგამოცდო ცენტრის მეშვეობით.’’

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე

კრებსითი — სრული ვერსია