„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-16
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.148.016093
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2012 წლის 10 თებერვალი

ქალაქი გორი

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სსმ, 14/12/2011; 010250050.35.148.016080) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ზ. ხმალაძე

კრებსითი — სრული ვერსია