ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2012 წლის 31 იანვარი
დაბა ჩოხატაური
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N9 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა:
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამი სპეციალისტისაგან, რომელთა შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი“.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სპეციალისტი იერსახისა და დასუფთავების საკითხებში – ახორციელებს მუნიციპალიტეტის იერსახეზე და სანიტარიული დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე