საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №85
2012 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №37, მუხ. 351) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულების მე-6 თავის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგსა და ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი