„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-10
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016077
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2012 წლის 3 თებერვალი

ქ. ქარელი

,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №23 დადგენილებით (სსმ, №32, 30.09.2010; 270070000.35.144.016010) დამტკიცებული დანართი შეიცვალოს ახალი დანართით.

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე             პ. ღვინიაშვილი

დანართი №1

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

I

გამგებელი

2360

II

გამგებლის მოადგილე

900

III

სამსახურის უფროსი

700

IV

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

V

გამგებლის თანაშემწე

450

VI

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი

420

VII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი

400

VIII

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

700

IX

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის სპეციალისტი

350

 

კრებსითი — სრული ვერსია