„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტი №2–71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-16
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-26
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.032.016052
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტი №2–71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-16

2012 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტი №2–71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტი №2-71 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის (სსმ III, 26.03.2009, №37, მუხ. 424) მეორე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამუშაო დრო იწყება 10.00 საათზე და სრულდება 19.00 საათზე.".

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ.გოროზია

კრებსითი — სრული ვერსია