საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
ბრძანება №8
2012 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს № 32 ბრძანებ აში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნორმატიული აქტების შესახებ ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №32 ბრძანებით (სსმ III , 20.08.2010, №101, მუხ. 1518) დამტკიცებული დებულების მე - 3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ზ 1 ’’ ქვეპუნქტი:
„ ზ 1 ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით , კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენოს ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის; ’’ .
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ვლ. ვარძელაშვილი