საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №210
2011 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტები შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, №16, 13.02.2009) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის №22 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის – ქუთაისის, იმერეთის – ზესტაფონის, სამეგრელოს – ზუგდიდის, სამეგრელოს – ფოთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და ოზურგეთის, ამბროლაურის, ახალქალაქისა და წალკის საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე