„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებული დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
734
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-02-16
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-02
სარეგისტრაციო კოდი
280.070.000.04.001.000.878
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებული დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30 (37), 1999 წელი, მუხ. 160) 22-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადით ახორციელებდა სადეპუტატო უფლებამოსილებას და პენსიის დანიშვნის მომენტისათვის შეუსრულდა 70 წელი, ამ კანონით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ენიშნება 2001 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყოფილი პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსიით უზრუნველყოფა ხდება საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 16 თებერვალი.

№734–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია