"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №1/131 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
1/147
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი
2011-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-11
"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №1/131 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/147           

2011 წლის 25 ოქტომბერი        

ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №1/131 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №131 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131  მუხლი:

 

„მუხლი 131. გურჯაანის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას გურჯაანის რაიონული სასამართლო.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.

4. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტში.“.“;

 ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, წალკისა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.“.“.

მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 26 ოქტომბრიდან.

საქართველოს იუსტიციის  ვ. ცერცვაძე

უმაღლესი საბჭოს მდივანი

კრებსითი — სრული ვერსია