სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-11-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-24
სარეგისტრაციო კოდი
330120020.35.153.016078
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2011 წლის 7 ნოემბერი

ქ. მცხეთა

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის „ლ” ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 23 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , საკრებულო ადგენს:

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1),

მუხლი 2.   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი     

გ . ატაშვილი

შეტანილი ცვლილებები:                

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 დეკემბრის დადგენილება № 51 - ვებგვერდი, 12.12. 2011 წ .

2. ძალადაკარგული - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 აგვისტო ს დადგენილება № 41 - ვებგევრდი, 31 . 08 .2012წ.

                                                                                                                                                დანართი

 

ჯარიმის ოდენობები მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადეგნილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით

 

 

№

 

ზონა

 

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა ( ლარებში ) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა - ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები ;

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გასწვრივ 50 მ . რადიუსით  

1.0

2

II ზონა

ქ . მცხეთა

სოფ . საგურამო

0.7

3

III ზონა

მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები

0.1

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 12.12.2011 წ.

კრებსითი — სრული ვერსია