საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
5139-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-31
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016004
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , № 8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. 149-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„ 7 . ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მ ის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი და განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტები უარყოფილად ითვლება , რის შესახებაც წამყვანი კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ფორმდება საოქმო ჩანაწერით. “.

2 . 272-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. ამ რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. “.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                               დ . ბაქრაძე

 

თბილისი,

2011 წლის 25 ოქტომბერი.                                                                  

№5139 –IIს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია