I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2018-12-03
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.164.016045
I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. ყვარელი

I კლასის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე  პუნქტების შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 06.12.2018 წ.

    მუხლი 1

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალის­წინე­ბუ­ლი პროცედურის დაცვით შესაძლებელია ყვარლის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული ტერიტორიისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი.

2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) მერიაში წარმოდგენილ იქნეს:

ა) შენობა-ნაგებობის ფასადის მდებარეობის ამსახველი ადგილის ტოპოგრაფიული რუკა ფასადის მდებარეობის ადგილის ჩვენებით;

ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

       ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.

    მუხლი 2

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) , თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა -ნაგებობა მდებარეობს:

ა) ქ. ყვარლის ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებულ ზონაში მდებარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებზე;

ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით);

გ) ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟის შემთხვევაში, თუ ანტრესოლი, კიბე, ვიტრინა, კარი, ფანჯარა და სხვა ღიობები არ უკავშირდება შენობის ფასადის ცვლილებას, მათი მოწყობა/დემონტაჟი ხორციელდება შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე, საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და 66-ე მუხლით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი პროცედურის დაცვით.

    მუხლი 3

აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსება №2 დანართით (რუკაზე მონიშნული არეალით) გათვალისწინებული ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ბ. ზანდარაშვილი

დანართი №1

   ი. ჭავჭავაძჲს ქ. №34 -დან  №224- მდე

ი. ჭავჭავაძის ქ. №23- დან №113- მდე

რაჭის ქ. №2- დან №10- მდე

ბესიკის ქ. №2- დან №50 -მდე

ი. ჭავჭავაძის ქ. №1- დან №27- მდე

წანარების ქ. №82- დან №124- მდე

გოგებაშვილის ქ. №1- დან №43- მდე

ჯორჯიაშვილის ქ. №1- დან №21- მდე

გოგებაშვილის ქ. №2- დან №22- მდე

ჯორჯიაშვილის ქ. № 2- დან № 10- მდე

გურამიშვილის ქ. №1- დან № 131- მდე

ერეკლე II-ს ქ. №1-დან №20-მდე

მირიან მეფის ქ. №1- დან № 17- მდე

კუდიგორის ქ. №1- დან №3- მდე

მირიან მეფის ქ. №2- დან № 28- მდე

კუდიგორის ქ. №2- დან №18- მდე

ფარნავაზის ქ. №1- დან № 17- მდე

ელადის ქ. №2- დან №24- მდე

ფარნავაზის ქ. №2- დან №22- მდე

წერეთლის ქ. №1- დან №47- მდე

დუმბაძის ქ. №1- დან №31- მდე

წერეთლის ქ. №2- დან №32- მდე

დუმბაძის ქ. №2- დან №22- მდე

რუსთაველის ქ. №1- დან №29- მდე

არტურ ლაისტის ქ. №1- დან №31- მდე

რუსთაველის ქ. №2- დან №32- მდე

არტურ ლაისტის ქ. №2- დან №24- მდე

დოდაშვილის ქ. №1- დან №27- მდე

დ. ავაზაშვილის ქ. №1- დან №19- მდე

დოდაშვილის ქ. № 2- დან № 36- მდე

დ. ავაზაშვილის ქ. №2- დან №24- მდე

თავისუფლების ქ. №1- დან №25- მდე

უორდროპების ქ. №1- დან №45- მდე

თავისუფლების ქ. №2- დან №20- მდე

უორდროპების ქ. №2- დან №28- მდე

კუპრაშვილის ქ. №1- დან №5- მდე

ნინოწმინდის ქ. №1- დან №23- მდე

კუპრაშვილის ქ. №2- დან №5- მდე

ნინოწმინდის ქ. №2- დან №24- მდე

ვაჟა-ფშაველას ქ. №1- დან №23- მდე

აღმაშენებლის ქ. №1- დან №27- მდე

ვაჟა-ფშაველას ქ. №2-დან №48-მდე

აღმაშენებლის ქ. №2- დან №26- მდე

9 მარტის ქ. №1-დან №31-მდე

სააკაძის ქ. №1- დან №35- მდე

 

ნონეშვილის ქ. №1- დან №13- მდე

ნონეშვილის ქ. №2- დან №44- მდე

ჯავახიშვილის ქ. №1- დან №31- მდე

ჯავახიშვილის ქ. №2- დან №18- მდე

ბარათაშვილის ქ. №1- დან №17- მდე

ბარათაშვილის ქ. №2- დან №10- მდე

                                                                             

           დანართი №2

კრებსითი — სრული ვერსია