,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
172/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-25
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016209
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №172/ნ

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებით (სსმ, 19.08.2005წ., №97, მუხ.1096) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების მე-8 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სკოლის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. სკოლის დირექტორი დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოადგენს შესათანხმებლად დირექტორის მოადგილეების კანდიდატურებს.

8. სკოლის დირექტორის მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

9. სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია