საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2087
2011 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 აპრილის №1-1/595 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს საჰაერო კოდექსის” მე-7 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 23 აპრილის №1-1/595 ბრძანებით (სსმ, №46, 23.04.2010, მუხ. 494) დამტკიცებულ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხაში და მისი მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მესტიის და ლაგოდეხის ასაფრენ-დასაფრენი მოედნები.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია