საქართველოს მთავრობის
დადგენილება №366
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წ., მუხ. 1854) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე‑3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოები და გაცემის წესი
1. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებია:
ა) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო;
ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვა ასევე შეიძლება გასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ნებართვის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ პორტალში.
3. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით.“.
მუხლი 2. (ძალადაკარგულია)
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.
მუხლი 3. დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
მუხლი 4. (ძალადაკარგულია)
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 27.01.2012წ.