„სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
436
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-16
სარეგისტრაციო კოდი
190020110.22.033.016233
„სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი

 ბრძანება №436-2-136

2011 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/№2-60 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

1. „სოფლის განვითარების პროექტის სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციების (RCG) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №314/№2-60 ერთობლივი ბრძანებით (სსმ 13.04.2006, №51, მუხ. 640) დამტკიცებულ სოფლად დაკრედიტების საოპერაციო ინსტრუქციაში (RCG) შეტანილ იქნეს ცვლილება და 52 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. მეორადი სესხის ათვისებული და დაუბრუნებელი სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს არასაბანკო ფინანსური დაწესებულების წმინდა კაპიტალის 70%-ს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე                                                     

ბ. კვეზერელი   

              

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია