საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 2421 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული:
ა) დანამატი ხელფასზე (2003 წლის 1 სექტემბრისათვის არსებულ ოდენობაზე) გაიცემა:
ა.ა) 2003 წლის 1 სექტემბრიდან – 25 პროცენტი;
ა.ბ) 2004 წლის 1 სექტემბრიდან – 35 პროცენტი;
ა.გ) 2005 წლის 1 სექტემბრიდან – 50 პროცენტი;
ბ) დანამატი პენსიაზე გაიცემა 2004 წლის 1 იანვრიდან.“.
2. 2471 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 29 იანვარი.
№1949 – რს