სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.007.791
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1889
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №306 ბრძანებაში (სსმ III, 2000 წ., №2, მუხ. 23) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ე) ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება.”
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
შეტანილი ცვლილებები:
1.ძალადაკარგულია- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №1970-სსმIII,№126,28.10.2005წ.,მუხ.1409