„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებეისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1569
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-12
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.05.001.001.108
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებეისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ.28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მისცემს რეგისტრაციის მოწმობას“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) მისამართი.“.

3. მე-18 მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „მიღწევისას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ივნისი.

№1569-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია