საქართველოს კანონი
„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვების „ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში“.
2. მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვების „სამხედრო მოსამსახურეებს,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა პირველი თანრიგის რეზერვისტებისა,“, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) პირველი თანრიგის რეზერვისტებს, რომლებსაც რეზერვიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 ან მეტი კალენდარული წელი და შეუსრულდათ საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ზღვრული ასაკი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
№1539–IIს