"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
300
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-07
სარეგისტრაციო კოდი
140010000.08.002.016243
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №300

2011 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებ ი ს შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III , 2004 წ., №152 , მუხლი 1 38 9 ) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 21-ე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სპეციალურ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით ოპერ ა ტიული დანაყოფების საქმიანობის უზრუნველყოფა, სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა, ციფრული მტკიცებულებების საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ; “.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია