საქართველოს კანონი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30. 06. 1998 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. პრეამბულას დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი აბზაცი:
„საქართველო განეკუთვნება ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონას,“ ხოლო მეორე აბზაცში სიტყვის „მევენახეობა-მეღვინეობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის“.
2. 26-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „სპირტშემცველობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „არ“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 30 სექტემბერი.
№1604-Iს