„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10/49
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2011-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-03
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016091
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს

დადგენილება №10/49

2011 წლის 30 მაისი

ქ. ფოთი

 „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულო  ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების   დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/24 დადგენილებაში, (სსმ, 12.04.2011) კერძოდ:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს  თავმჯდომარე                             ი. საღინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია