,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31-დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-24
სარეგისტრაციო კოდი
210020030.35.115.016048
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31-დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 24

2011 წლის 6 მაისი

დ. ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

I. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №43 დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

2. დადგენილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ვ. ქურასბედიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. ბათილია - ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია