საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 21 3
2011 წლის 1 3 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში ცვლილებების ა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებით (სსმ , 18.03.2011 წ. ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ციით:
„ 13. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქ. №6. “ .
2. მე-6 მუხლის:
ა ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ციით:
,,1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ე) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;
ვ) ენერგეტიკული დეპარტამენტი;
ზ) ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;
თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამსახური);
ი) იურიდიული დეპარტამენტი;
კ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი. “;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) მინისტრის დავალების შესაბამისად საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზა დება, განხორციელება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;
გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუა ლებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუ შა ვება;
ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტო რინ გი;
ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენ და ციების მომზადება;
თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მი მართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრა მების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგვ ელი პოლ ი ტი კის ოპტიმალურად გათვალისწინება;
ი) საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელ შეწყობა;
კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სა ხელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძ ლიე რე ბის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტი მალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორ დინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზა ციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწი ლეობა;
ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სა ხელ მწიფო პოლიტიკის ძირითად მიმარ თულებათა შემუშავებაში მონაწი ლეობის მიღება ;
პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. “.
3 . მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„ 91. ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბუნებრივი რესურსების სფეროში არსებული მდგომარეობის ანა ლიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზა ც ი ე ბის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;
გ) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული სა კით ხების განხილვა და წინადადებების მომზადება;
ე) ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გეოლოგიურ გარემოში სასარ გებლო წიაღისეულის მართვის ძი რითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების გა ნ აწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერ თაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარ გებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმების შემუშავებაში მონა წილეობის მიღება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების სარ გებლობის მიზნით გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. “.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური