,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
101
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-18
სარეგისტრაციო კოდი
040.030.010.10.003.000.235
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2005 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების სახით.

2. დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდოს „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი

საქართველოს მთავრობის  2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №24-სსმIII, №20, 20.02.2009წ., მუხ.242

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

საქართველოს მთავრობის  2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №24-სსმIII, №20, 20.02.2009წ., მუხ.242

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წესდების დასამტკიცებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის  2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №24-სსმIII, №20, 20.02.2009წ., მუხ.242

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო ქონების გადასაცემად.

საქართველოს მთავრობის  2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №24-სსმIII, №20, 20.02.2009წ., მუხ.242

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის  2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №24-სსმIII, №20, 20.02.2009წ., მუხ.242

კრებსითი — სრული ვერსია